პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს. განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და ევროინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში მიიღეს დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს.