ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა.
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ხვდება. ახლა ქვეყანა ევროკომისიის კითხვარს ელოდება, რომლითაც უნდა გაირკვეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს ყველა მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო სფეროში გადადგმულ ნაბიჯებზე უწევს საუბარი. ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაა. შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს.