გზავნილები ლიეტუვადან. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ვილნიუსში იმსჯელეს.
ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. სეიმის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ის ყოველთვის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
შეხვედრაზე მხარეებმა ის ნაბიჯებიც განიხილეს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უნდა დააჩქაროს.