საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 140-ე ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაცია უკვე შეხვდა ბუტანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და ბარბადოსის სპიკერს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა იყო.
დღის განმავლობაში, ქართული დელეგაცია, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.