პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე.
მხარეებმა სასამართლო რეფორმისა და რეფორმის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემას. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონ-შემოქმედებით პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრის მონაწილეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.