საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროვონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.