გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არასწორია და მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი. კობახიძის განმარტებით, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი.