3 იანვრიდან, პარლამენტის წევრებს სააკაშვილის მონახულება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ. „2022 წლის 27 დეკემბრის წერილით, იუსტიციის მინისტრმა აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. პატიმრობის კოდექსი აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს. დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც ეხება 2023 წლის 2 იანვრის კვირას, ძალაში რჩება.