საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა ოსლოში ნორვეგიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში დისკუსიის მთავარი საგანი იყო საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. ნორვეგიელების ინტერესის საგანი იყო საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებაც, რაზეც დეპუტატებმა ქართული მხარის პასუხი მიიღეს. მათი თქმით, ნორვეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და გმობს რუსულ ოკუპაციას.