პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა - შეფასებები

საქართველოს პარლამენტში და მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ საზოგადოებას კახა კალაძემ გააცნო.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი გადაწყვეტილებას საზოგადოებისადმი „ქართული ოცნების“ ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს უკავშირებს. კალაძის შეფასებით, პარლამენტის შენობასთან წუხელ პოლიციამ მაღალი სტანდარტი აჩვენა და გამოიყენა პროპორციული ძალა.

განვითარებული მოვლენების გამო პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც. ის დეპუტატის მანდატს ტოვებს.