პარლამენტის თავმჯდომარე უვადო მოსამართლეობის მსურველთა სიას აფასებს
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველთა სიას, პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეულ ადამიანს აქვს კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის მოქმედ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესაც, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგისტრაციაგავლილ კანდიდატთა ახალი სია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა. სიაში არის ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.