პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთს ეწვია

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო ბულგარეთში.

ოფიციალურ შეხვედრამდე ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირები პირისპირ შეხვედრებს გამართავენ.

მოლაპარაკებები გაიმართება ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთანაც.

დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან და პატრიარქთან.