თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ისმენს
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ისმენს. ამ მიზნით, კომიტეტი უკვე სამი საათია გასვლით სხდომას დაზვერვის სამსახურის ოფისში მართავს.
დეპუტატებს საშუალება აქვთ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას პირადად გაესაუბრონ და შეკითხვებით მიმართონ. საუბარი ეხება რუსულ აგრესიას, ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია.