ხმაური პარლამენტში, – დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო. მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მუხრან ვახტანგაძე. ისინი მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს, სადაც გაგრძელდა ხმაური და დაპირისპირება, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ. მომხდარის მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.