პარლამენტის შენობის წინ გამოფენა-გაყიდვა იმართება. გამოტანილია ღვინო, ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.
ახალგაზრდა სტარტაპერები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ, თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. მათი განცხადებით, შემოსული თანხის 20 პროცენტს აქციის საორგანიზაციო ჯგუფს გადაურიცხავენ. გამოფენა-გაყიდვის შემდეგ კი სიტყვით გამოსვლები დაიწყება.
აქციის მონაწილეების მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.