პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გამომძიებლებს მოუსმინა. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ და მოწმეებს კითხავდნენ.

დეპუტატებმა, მათ შორის მმართველი გუნდის წევრებმა იკითხეს, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე მკვლელობის რამდენიმე მოწმის დაკითხვა.

გამომძიებლებს განმარტებების გაკეთება სათვალთვალო კამერის იმ ჩანაწერზეც მოუხდათ, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს.