საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობა და პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ავსტრიიდან, ხორვატიიდან და ესტონეთიდან. განიხილეს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისების კარგი მაგალითები, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ცვლილებები მომზადდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ.