პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში ვიზიტს იწყებს. ქართველი კანონმდებლები მოლაპარაკებებს გამართავენ სენატის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელებთან. შეხვდებიან რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული გზა და ამ პროცესში მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინი იქნება.

რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. შეხვედრებზე ასევე იმსჯელებენ ქართულ-რუმინულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.