ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

გვიან ღამით დასრულდა ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია კავთისხევში. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „დროას“ პოლიტიკური ერთობა, პარტია „ახალი“ და „რესპუბლიკელები“ არაფორმალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა საერთო სამოქმედო გეგმა იყო და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება. ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გაგრძელების საკითხიც განიხილა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი უცხოელი პარტნიორები.