პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა, 2-3 მაისისთვის იგეგმება.
ამის შესახებ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგებიან.