ამ წუთებში იწყება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც კანონპროექტები სესიის დღის წესრიგში უნდა შეიტანონ. ოპოზიცია აპირებს, რომ საკუთარი პროტესტი დააფიქსიროს და არ მისცეს მმართველ ძალას იმის საშუალება, რომ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტები სესიაზე განიხილონ.