პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, ოპოზიცია პარლამენტში გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას მოითხოვს. საკითხზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციით, ამ კადრების გავრცელება პოლიტიკური ინტერესით მოხდა და აუცილებელია გამავრცელებლებთან ერთად გამოვლინდეს და დაისაჯოს ამ დანაშაულებრივი მოქმედების ინიციატორი. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ის სავარაუდოდ, პოლიტიკური ფიგურაა.