იმ რეფორმებს შორის, რომლებზეც დღეს იენს სტოლტენბერგი საუბრობდა, ერთ-ერთი პარლამენტს ეხება.
გაზარდა თუ არა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია რეგლამენტის შეცვლამ,- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილების შედეგები წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ თვეში დეპუტატებმა მინისტრებს 10-ჯერ მოუსმინეს და ამ დროის განმავლობაში მათი მისამართით 336 კითხვა დასვეს.
მთავრობის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ანგარიშვალდებულების ზრდასთან ერთად ახალი რეგლამენტი დეპუტატების არასაპატიო გაცდენებზე სანქციებსაც ითვალისწინებს. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სანქციებმა პარლამენტში დასწრების მაჩვენებელიც გააუმჯობესა.
მიღწევებთან ერთად რეფორმის ავტორებს შენიშვნების მოსმენაც მოუხდათ.