პარლამენტი პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტოს დღევანდელ სხდომაზე დაძლევს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიზანი ცესკო-ს გამართულად ფუნქციონირებაა. ოპოზიციის აზრით კი, მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სრულად იქვემდებარებს. ვენეციის კომისიის მოსაზრებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია.
პოლიტიკურ მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.