პარლამენტი ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე მსჯელობას განაგრძობს
არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტის საბოლოო შინაარსზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.
კიდევ ერთი კონსულტაცია რეზოლუციაზე, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხს უკავშირდება, ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიმართება.
პარლამენტში მმართველი გუნდის გარდა, რეზოლუციის პროექტი წარდგენილი აქვს უმცირესობას. დეპუტატები დოკუმენტის საერთო შინაარსზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.