„შეუზღუდავი შესაძლებლობები – სწორი ნაბიჯების გადადგმა“ – ამ სახელწოდების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს საქართველოს პარლამენტი. ბრიტანეთის ელჩის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩაერთვებიან ხელოვანები და პოლიტიკოსები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ბრიტანეთიდან.
„შეუზღუდავი შესაძლებლობები – სწორი ნაბიჯების გადადგმა“ ხელოვნებისა და ინკლუზიორობის პროგრამაა, რომელიც 2015 წელს დაიწყო სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში.