რამდენად გამართლებულია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ცვლილებების პროექტზე მსჯელობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი სამინისტრო უქმდება. ოპოზიციის კრიტიკა მწვავეა. რიგ მიმართულებებს არ იზიარებენ უმრავლესობის წევრებიც. დეპუტატებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება არ მოსწონთ.
საკომიტეტო მოსმენებს სალომე ქოქიაშვილი ესწრება.