პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს უყრის
მიმდინარე კვირაში პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. დეპუტატთა უმრავლესობა კანონპროექტის ძირითად არსს და ცვლილებების უმეტესობას ეთანხმება, თუმცა მათი ნაწილი რამდენიმე პუნქტს არ იზიარებს, რის გამოც, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კანონმდებელთა ერთი ჯგუფი იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს სტარტაპების, ანუ ტელე-რადიო და ონლაინ ინოვაციების წახალისების საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს რომ, ცვლილება, რომელიც მაუწყებელს არა პრაიმტაიმში და მხოლოდ დღის ეთერში მცირე მოცულობის კომერციული რეკლამის განთავსებისა და მეგა-შოუებისთვის სპონსორების მოძიების საშუალებას აძლევს, სარეკლამო ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და კერძო ტელეკომპანიებს დააზარალებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დარგობრივი კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, უმრავლესობა პროექტს მხარს დაუჭერს.