პარლამენტი განახლებული კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს
საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შემდეგ, პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის და განახლებული კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.
დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილს უსმენენ. პრემიერი უკვე წარსდგა სიტყვით პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც დეპუტატების შეკითხვები მოისმინა.
შორენა ხვიჩიას ვრთავთ პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.