პარლამენტმა დღეს ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს. დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ ნინო ლომჯარიასა და პატრიოტთა ალიანსის მიერ დასახელებულ გიორგი ფოფხაძეს შორის უნდა გააკეთონ. მანამდე, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაჩქარებული წესით უნდა განეხილათ, თუმცა გადაიდო.
სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.