პარლამენტი ბერი ანდრიას, "დიმიტრი ცინცაძის ფონდისა" და სოლიდარობის ფონდების პატარა ბენეფიციარებს მასპინძლობს
საქართველოს პარლამენტი, დღეს იმ ბავშვებს მასპინძლობს, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან. ბერი ანდრიას, დიმიტრი ცინცაძისა და სოლიდარობის ფონდების ბენეფიციარები ქუთაისში მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ბავშვები პარლამენტის სხდომასაც დაესწრნენ. დღის ბოლოს მათ პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.