საკომიტეტო მოსმენების კუთხით პარლამენტის დღის წესრიგი დღეს დატვირთულია. საკანონდებლო ორგანომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა დაიწყო.
საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და მას ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები.
ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები ხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.