რუსთავში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერს რუსთაველმა ახალგაზრდებმა, უკვე სახელიც შეურჩიეს და მუნიციპალიტეტს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეკრეაციისთვის მშვიდობის სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართეს. პარკის სივრცეში განთავსებულ სიმბოლურ პეტიციაზე, ამ ინიციატივის მომხრეები აწერენ ხელს. სკვერის გახსნაზე, რუსთაველებთან ერთად, ამჟამად რუსთავში მცხოვრები, უკრაინიდან დევნილი ოჯახებიც არიან მიწვეული. მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. განხორციელდა დენდროლოგიური პროექტიც. სკვერის ტერიტრიაზე, 350 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.