მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და მოდელები ყველაზე შთამაგონებელი, მაღალი მოდის 2022 წლის კვირეულზე პარიზში შეიკრიბნენ. ოთხი დღის განმავლობაში, შთამბეჭდავ ჩვენებებზე მოდის წამყვანმა სახლებმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარმოადგინეს და ახალი ტენდენციების შესახებ გვამცნეს. პანდემია წლევანდელ კვირეულსაც ფონად გასდევდა, – დიორის სახლის კონცეფცია სწორედ კოვიდით გამოწვეული სევდა და ადამიანური ურთიერთობები გახდა. მოდის კვირეული „სკიაპარელის“ დაუვიწყარი, თვალისმომჭრელი კოლექციით გაიხსნა.