პარაპლანით ფრენის ღონისძიება თბილისში

პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ლილოს მთაზე. 25 მონაწილეს შორის იყვნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები.

პარაპლანით ფრენა ეტლებით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება. წლევანდელი ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.