არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ პარაორკესტრი 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე პარაორკესტრის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ორკესტრის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრეს. პარაორკესტრი ამიერკავკასიაში ერთადერთი ორკესტრია, სადაც ყველა კატეგორიის შშმ პირები არიან ჩართულნი.