საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ყავს.
კომიტეტის ყრილობაზე დელეგატებმა რატი იონათამიშვილი ერთხმად აირჩიეს. პირველი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ყოფილი პრეზიდენტი შალვა მაისურაძე დაიკავებს. ვიცე პრეზიდენტად ასევე გიორგი ოკრიბელაშვილი აირჩიეს. კომიტეტის გენერალური მდივანი კი რევაზ რევაზიშვილი იქნება. რატი იონათამიშვილი პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მომავალი 4 წლის განმავლობაში იქნება.