პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა სირიაში

პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა სირიაში. ამირან ბორჩაშვილის გარდაცვალებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. სოფელ დუმასტურში მცხოვრები 25 წლის ბორჩაშვილი სირიაში ბიძაშვილთან, ასლანბეკ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა. ერთი წლის შემდეგ, ასლანბეკი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ხოლო ამირან ბორჩაშვილი სირიაში დარჩა.