პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაცია დღეს დადასტურდა.
34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის გარდაცვალების გამო, პანკისის ხეობის სოფელ დუისსა და ბირკიანში ბირჩაშვილებისა და ტოხოსაშვილების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით 4 წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.