საქართველო ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება.
დაცული ტერიტორიების დათვალიერება დღეს ტურისტებს უფასოდ შეეძლოთ, ხვალ ანალოგიური აქცია მუზეუმებში იგეგმება.
კოვიდ-პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო ეტაპობრივი აღდგენის პროცესშია. ხელისუფლება ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია. მთავრობა ახლა ერთ-ერთ პრიორიტეტად და ამოცანად შიდა ტურიზმის განვითარებას ასახელებს და სექტორის ხელშესაწყობად რამდენიმე საშეღავათო პროგრამას გეგმავს.