სხვადასხვა ქვეყანაში შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ ქართველი მოქანდაკე საკუთარ ნამუშევრებს ქართველ დამთვალიერებელს პირველად წარუდგენს.
პაატა მერაბიშვილის შემოქმედებას გალერეა „ვანდას“ საგამოფენო სივრცე დაეთმობა. ექსპოზიციაზე ქანდაკებებთან ერთად ავტორის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც გამოიფინება.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი დამთვალიერებელი მოქანდაკის ნამუშევრებს პირველად იხილავს. ექსპოზიცია სხვადასხვა დროს შესრულებულ, როგორც ახალი ისე ძველ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენა გალერეა „ვანდაში“ 5 მაისს გაიხსნება.