ნინო ფერაძის გამოფენა

გალერეა „ვანდაში“ მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით „სხვადასხვა“ 50-მდე განსხვავებული თემატიკის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნამუშევრები პანდემიის დროს შეიქმნა და თითოეულ მათგანში მხატვრის მოგონებებია წარმოდგენილი. გამოფენა-გალერეა „ვანდაში“ 14 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი