ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანა აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.