ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანა აფეთქდა 

15:12, 11.07.2018

ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანა აფეთქდა.  მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მსგავსი