ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საგასტროლო ტურნე დაიწყო. ტურნეს ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართა. ტურნე 23 ნოემბერს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდება.
საგასტროლო ტურნე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.