ემოციური კადრები ოზურგეთიდან.
რაიონში მოქმედ ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. უკვე ერთი თვეა, ცენტრი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ცნობილი ფოლკლორისტის და ლოტბარის სახელს ატარებს. იმ ადამიანის შემოქმედება, რომელმაც მთელი ცხოვრება ხალხური სიმღერების შეგროვება-პოპულარიზაციას მიუძღვნა, ახლადგამოცემულ სამტომეულშია თავმოყრილი.
დღეს ოზურგეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მრავალწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ოზურგეთის თეატრი მაყურებელს ისევ მიიღებს – დანგრევის პირას მისულ და 59-წლიანი ისტორიის მქონე შენობას მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.