2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა.
ოთო ნემსაძე ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება, საღამოს კი, საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრება, სადაც გულშემატკივრებს შეხვდება.
ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.