ოთხოზორიას მკვლელობის საქმე ევროპულ სასამართლოში

​ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში მოხვდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეც, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო.

საუბარია საოკუპაციო ხაზთან 2016 წლის მაისში მოკლული ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალურ სარჩელზე, რომელიც სტრასბურგში 11 თვის წინ გაიგზავნა.

მოსარჩელე მხარე მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრის დაკავებას და რუსეთისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

გახმაურებულ საქმეზე საერთაშორისო სასამართლო მოსკოვის პასუხებს და განმარტებებს ელოდება.