ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში

ჩეხეთის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდებიან. სამიტის ფარგლებში, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება. ეს ფაშინიანისა და ერდოღანის პირველი შეხვედრა იქნება.