გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის შემოტანის ვადები ცნობილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი იმუნიზაციის პროცესი დაიწყება. ვაქცინა ოთხ-კომპონენტიანია. როგორია ექიმების რეკომენდაციები ზამთრის მოახლოებასთან ერთად?- მარიამ აფციაურის რეპორტაჟი.